წიწვი არის მარადმწვანე წიწვოვანთა ფოთოლი.
”წიწვი” არ არის კაფე.
წიწვი წვეტიანია.
davaleba II kviris
ჩემს ეზოში ორი ფიჭვის ხე იყო.
როცა ჩუმად სიგარეტს მოვწევდი, წიწვებს ვწყვეტდი და კბილებით ვწიწკნიდი. მეგონა, რომ სუნს გაანეიტრალებდა.
ერთერთი ფიჭვის ტოტზე გვრიტმა ბუდე გაიკეთა. ორი ბუთქუნა ბარტყი გაიზარდა. ხელით ვწვდებოდი. სახლში გადმომყავდა, ვეფერებოდი და უკან ვსვამდი. დედამ ფრენა ასწავლა. ჰოდა, ადგნენ და გაფრინდნენ... ეს ფიჭვი ერთ-ერთ ლექსშიც ვახსენე. რამდენიმე წლის წინ მოჭრეს...
ფიჭვის როშა მიყვარს. საოცარი სურნელი იცის.
Thursday, 9 October 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
4 comments:
dzalian momecona.
აღფრთოვანებული ვარ ამ პროექტით.
საოცარი ფიჭვის ხეებია ქვეშეთის გაღმა სოფელში.სოფელი სეფე(სამეფო ადგილი)ჩემი დედულეთია და მიყორათ ტყე(მიყორაშვილების ტყე) ციყვებით,გირჩებითა და წიწვებითაა სავსე. აქ თითქოს დრო ჩერდება და უნებურად გავიწყდება ქვეყნის წარმავალობა,ოცნების სამყაროში იკარგები.ამ ფიჭვების იქით საოცარი მუხებია, ხატის ტყე,მუხათწმინდა გიორგის საბრძანებელი,საიდანაც პატარა ჩხირის გამოტანაც არ შეიძლება.ეს გირჩები,წიწვები,ფიჭვები,მუხები ჩვენი სულის ნაწილს ინახავს.ლომისის წილდებულობა უდიდესი ვალდებულებაა.
ერთერთი გადმოცემით იესო რომ დაიბადა ყველა ხე მივიდა მასთან,მხოლოდ ნაძვის ხე იდგა მორიდებით,რადგან ჩხვლეტია წიწვები ჰქონდა და ეშინოდა არ დაეჩხვლიტა ახალშობილი,ამიტომ დაასაჩუქრა მაცხოვარმა ნაძვი და მორთო ტკბილეულითა და ფერად ფერადი ტკბილეულით.
ლიბანის ნაძვმა კი გადაარჩინა ჩვილი იესო ჰეროდეს დევნისაგან,რადგან თავისი ტოტებით დაიფარა იგი. ამის აღსანიშნავად რთავენ ნაძვის ხეს.
წიწვი რაღაცით ადამიანის სიცოცხლეს ჰგავს.ისე იცვლება ნაძვის ხის წიწვები ვერც კი იგებ მათ ცვალებადობას.ნაძვი მარადმწვანეა,მის ქვეშ კი ყრია გამხმარი ყვითელი წიწვები.
Post a Comment